ივანიშვილი აგებს პასუხს, ბოლო ცენტებს ვუპოვი და ხალხს დავუბრუნებ

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დაპყრობის გეგმაზე საუბრობს“ივანიშვილი აგებს პასუხს, ბოლო ცენტებს ვუპოვი და ხალხს დავუბრუნებ,” – ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი თოქშოუ არჩევანში საუბრის დროს აკეთებს.

სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს. თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, წლების მერე პასუხს იურიდიული ფორმით აგებს.

“ერთადერთი, ვინც სოლიდარულად უნდა აგოს პასუხი, ეს არის ივანიშვილი. იმ დროისთვის მას მრავალმილიარდიანი ქონება დაუგროვდება. უკრაინაში რაც ვისწავლე, არის ის, თუ როგორ უნდა დაიბრუნო გაქცეულის ფული. აქ ვნახე, თუ როგორ იბრუნებენ გაქცეული ოლიგარქების ფულს.

“ივანიშვილის ფულს ზიმბაბვედანაც, რუსეთიდანაც და ამერიკიდანაც წამოვიღებთ, როგორც არ უნდა დამალოს ის. უნდა აღიწეროს ზარალი. მაგალითად, იმ ადამიანების, ვინც სამსახურის გარეშე დარჩნენ, სავალუტო კრიზისით დაზარალებული მოქალაქეების ზარალი და არამარტო. კადაფიც კი ოფიციალურად მართავდა ქვეყანას. ეს დივანზეა წამოწოლილი და იქიდან აკეთებს ყველაფერს და ფორმალურად ის პასუხს არაფერზე არ აგებს. მაგრამ იურიდიულად მას მოუწევს პასუხისგება.

“ესენი ჩემს მითიურ 19 მილიონს ეძებდნენ, რომელიც არა მაქვს და ვერ იპოვიან შესაბამისად. მე კიდევ ივანიშვილის ბოლო ცენტებსაც ვიპოვი და ხალხს დავუბრუნებ. აუცილებლად ავინაზღაურებთ დაკარგულ დროსაც,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმზია წერეთელს დღევანდელი მთავრობის მსგავსი უნიათო მთავრობა, 30-იანი წლებიდან მოყოლებული, არ უნახავს–მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაგვყავს მაჯლაჯუნა მინისტრი–მიხეილ სააკაშვილი