“ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს ნულოვანი პერსპექტივა” – გიგი უგულავა

ქალაქის ყოფილი მერი დღეს არსებულ ხელისუფლებას “უპერსპექტივოს” უწოდებს და ამბობს, რომ მათი პოლიტიკა ზიზღზეა აგებული, რაც უგულავას შეფასებით წამგებიანია. ამის შესახებ უგულავამ განცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„ივანიშვილის ხელისუფლებას ნულოვანი პერსპექტივა აქვს. მას არა აქვს არანაირი იდეა, რაც არის იდეა, რომელიც აქვს ხელისუფლებას და რომლის გარშემოც ხდება კონსოლიდაცია საზოგადოების არ არსებობს მსგავსი რამ. ეს არის შურისძიება და პოლიტიკური დევნა ოპონენტების. ზიზღზე კონსოლიდაცია არ ხდება. საქართველო არის ქვეყანა სადაც პოლიტიკა ზემოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე და შესაბამისად პოლიტიკური არაჯანსაღი კლიმატი აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე,“ – ამბობს უგულავა.

ქალაქის ყოფილი მერი გამოსავალზეც საუბრობს და ამბობს, რომ გამოსავალი დღევანდელი ხელისუფლების არჩევნების გზით ჩამოშორებაშია.

„გამოსავალი არის ერთადერთი – როგორმე მივიდეთ არჩევნებამდე მაქსიმალურად გამოვბრდღვნათ ხელიდან ნორმალური საარჩევნო კოდექსი და ისინი არჩევნებით ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. ანუ ივანიშვილის მარიონეტები არ უნდა იყვნენ ქვეყნის მმართველობაში,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაში“ერთადერთი ვისაც გავუძლებ საკანში ჩემთან ერთად ეს გოკაა გაბაშვილი”
შემდეგი სტატია“ვინ არის ეს ადამიანი? ვინ აირჩია? რა უნდა? რატომ ილანძღება?”