“ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან”

"ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან"“ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან,”- ეს განცხადება “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აჭარაში გააკეთა, სადაც მან ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა.

შალვა ნათელაშვილი სოფელ თხილნარში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ძირითად პრობლემად ციტრუსის რეალიზება დასახელდა.

ადგილობრივების მტკიცებით, სადაზღვევო კომპანიებმა მათ გაფუჭებული ციტრუსის თანხაც არ აუნაზღაურეს.

“მოვუწოდებ ამ მთავრობას მოიკელით ჯიპებისა და პრემიების ფული და ამ ხალხს დაეხმარეთ, სანამ ეს ხალხი მოგდგომიათ და გაუსტუმრებიხართ იქ სადაც საჭიროა,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პროგნოზით, შეიძლება ქვეყანაში კუბოების რევოლუცია დაიწყოს.

“თბილისის გამგეობებში ჩასასვენებლების ყიდვა დაუწყიათ წინასწარ, ნაცვლად იმისა რომ ადამიანს შეუქმნან პირობები, რომელიც მათ არ დახოცავს, ვადაზე ადრე არ წაიყვანს ამ ქვეყნიდან, სამუშაო მისცენ , საჭმელი მისცენ, პენსია მისცენ, ელემენტარული დაპირებების 10 % შეუსრულონ , ამათმა პირდაპირ კუბოებით დაიწყეს. ამ ხელისუფლებას ვინმე გააჩერებდა მსოფლიოში? თქვენ მეკითხებით კიდე რევოლუცია არ იქნებაო? როგორ არ იქნება, შეიძლება დაიწყოს კუბოების რევოლუცია ამათ წინააღმდეგ”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს უახლოეს დღეებში გადაწყვეტს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი კიევშია