“ივანიშვილის პირადი თანაშემწის სანდოობა საზოგადოების თვალში უდრის ნულს“

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

პრემიერმინისტრი ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისმა მთავრობამ სრულიად შეცვალა მიდგომა ფესტივალისთვის მზადების პროცესისადმი და ამით გამოასწორა წინა ხელისუფლების შეცდომა.

ამ თემაზე პრემიერმა დღეს მთვრობის სხდომაზე ილაპარაკა.

„ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ჩავატარეთ ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ შევქმენით ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა. მინდა მოსახლეობას განსხვავება დავანახო როგორი გეგმა ჰქონდა წინა მთავრობას ოლიმპიადასთან დაკავშირებით. მათი გეგმა იყო, რომ არსებული, უკვე პრივატიზებული, კერძო საკუთრებაში მყოფი სპორტული ობიექტები გაერემონტებინათ, შესაბამისად ეს გადახდილი მილიონები წყალში იქნებოდა გადაყრილი. ჩვენ ეს მიდგომა აბსოლუტურად შევცვალეთ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სანდოობა საზოგადოების თვალში ნულს ქვემოთაა.

„ბატონი ივანიშვილის პირადი თანაშემწის სანდოობა საზოგადოების თვალში დიდი ხანია უკვე ნულს ჩასცდა. ადამიანი, რომელიც კრიზისის პირობებში ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის, რომელსაც არ გააჩნია არც გეგმა და არც სხვისი გეგმის განხილვა უნდა, მისი სანდოობა უდრის ნულს,“ -განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის სიცრუის ბრძოლა სიმართლის წინააღმდეგ”-ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბათუმში მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა