ივანიშვილის თქმით საზმაუს უფროსი მისი პირველი ოპონენტია

ბიძინა ივანიშვილმა იმის მაგალითად, რომ ხელისუფლება ტელევიზიებს არ აკონტროლებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მოიყვანა.

მისი თქმით საზმაუს საინფორმაციოს დირექტორად ისეთი ადამიანი დანიშნეს, რომელიც მისი და „ქართული ოცნების“ ოპონენტი იყო:
„პირველი არხს საინფორმაციო დირექტორი არ ჰყავდა დიდი ხანი და ახლა დანიშნეს გიორგი გვიმრაძე. 10 წერილი მომივიდა ფეისბუკზე, ეს გვიმრაძე პირველი ჩემი ოპონენტია. დანიშნეს საინფორმაციოს უფროსად ვინმე გვიმრაძე , ნახეს მისი მთელი ცხოვრებისეული პოზიცია, ჩვენი ოპონენტია. აი როგორ „კონტროლდება“ ტელევიზიები.“- განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ქრონიკა+”–სი არის მარჩიელის როლში – წინასწარ იტყვის იმას, რაც სურს ნაციონალურ მოძრაობას
შემდეგი სტატია,,არჩევნების დროს შემიძლია ხალხს მივანიშნო, ჩემს სიტყვას აქვს ფასი”