ივანიშვილის თქმით მისი გუნდიდან ნახევარი საპარალმენტო მუშაობისთვის მზად არ არის

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

ბიძინა ივანიშვილი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გუნდის გადახალისებას აპირებს – ამის შესახებ ივანიშვილმა იმედის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტარს უნდა შეეძლოს ,,კანონის წარმოებაში“ მონაწილეობა მიიღოს – ,,ამ მხრივ ჩვენი გუნდი არ არის სანიმუშო, ძალიან ბევრი არ არის ჩამოყალიბებული საპარლამენტო მუშაობისთვის“ – აღნიშნა ივანიშვილმა.
,,უნდა მოვახერხოთ და შევიდეს ახალი გუნდი“ – განაცხადა ექსპრემიერმა.

კითხვაზე თუ რა პროცენტში შეინარჩუნებს ადგილს პარლამენტში, ივანიშვილი მისი გუნდის თითქმის ნახევრის გადახალისებას სასურველად მიიჩნევს. ,,თუ დამიჯერებენ ეს იქნება ნახევარი, ძალიან პატივსაცემი ხალხია, მაგრამ უმჯობესია იყოს ის ვისაც შეუძლია პარლამენტში მუშაობა“ – განაცხადა ივანიშვილმა.

ექსპრემიერის თქმით, ეს აუცილებლად იქნება მის მიერ მხარდაჭერილი გუნდი.

banner
წინა სტატიაში,,არაფორმალური მმართველობა ხალხის ძალაუფლების წყაროა”
შემდეგი სტატია,, მე NDI -ის ამ ბოლო კვლევას დავარქვი “ნაციონალური მოძრაობის” სიზმარი”