იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, “ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს”.

როგორც რუსული სააგენტო “ტასი” იტყობინება, ამის შესახებ სააგენტოს ნატო-ს პრესსამსახურში განუცხადეს. იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერისკენ მიმართული მოსკოვის ქმედებები “არაკონსტრუქციულია”. “ასადი პრობლემის ნაწილია”, – განაცხადეს ალიანსის პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაში28 ათასი ლარი- დავით საგანელიძის ხელფასი და ოპოზიციის კრიტიკა
შემდეგი სტატიადედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება