იენს სტოლტენბერგი– წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი საქართველოს დახმარების აღმომჩენი იქნება, რათა 21-ე საუკუნის გამოწვებს დაუპირისპირდეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი საქართველოს დახმარების აღმომჩენი იქნება, რათა 21-ე საუკუნის გამოწვებს დაუპირისპირდეს. როგორც სტოლტენბერგმა ცენტრის გახსნისას განაცხადა, ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის.
“ცენტრი საქართველოსთვის დახმარების აღმომჩენი იქნება, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები უფრო თამამედროვე, უფრო მაღალი ბრძოლისუნარიანობით იყოს აღჭურვილი, იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებს დაუპირისპირდეს. ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის და გააუმჯობესებს თანამშრომლობას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის. საქართველოსა და ნატო-ს სხვა პარტნიორ ქვეყნებს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ავღანურ მისიაში იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ითანამშრომლონ. მომავალში სხვა ღონისძიებებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმევდება, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ არსებობს, სანამ აღნიშნული ცენტრი სრული დატვირთვით ამუშავდება”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, საქართველო და ნატო ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ იმ მომზადებიდან რასაც ცენტრი შესთავაზებს მსმენელებს.
“ცენტრი არ არის მხოლოდ შენობა და მხოლოდ ოფისები. მასში შედის პოლიგონები, სხვადასხვა ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. ქართული და ალიანსის პერსონალი ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. გასულ სექტემბერს, ნატო-ს ლიდერები და საქართველოს ხელმძღვანელობა მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აღნიშნული ცენტრი უნდა დაარსებულიყო. ჩვენ ეს ვალდებულება ვადებში შევასრულეთ. ნატო საქართველოს დაპირდა სერიოზულ მხარდაჭერას რათა სტიმული მისცეს საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი ნაბიჯია ამ დაპირების შესრულების საკითხში”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, დღევანდელი ღონისძიება ხაზს უსვამს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ნატო-საქართველოს ურთიერთობაში.
“გაერთიანებული წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა დამატებით განვითარდება. საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატო-სთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა უფრო ამაღლდება ქვეყანაში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიავსტრიაში სატვირთოში 50 მიგრანტის გვამი იპოვეს
შემდეგი სტატიაუკრაინამ კრედიტორებთან ვალების რესტრუქტურიზაციას მიაღწია