იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორია

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცის მინისტრების შეხვედრას, რომელიც ბრიუსელში ორ დღეში გაიმართება საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრება, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად ხვალ ალიანსის გენერალურ მდივანთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიფინგზე მცირე კომენტარი საქართველოზეც გააკეთა და შეაფასა თავისი ვიზიტი თბილისში.

„საქართველო ნატოს ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი იქ და გავხსენით საწევრთნელი ცენტრი, რომელიც არსებითი პაკეტის ნაწილია. გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში. მოუთმენლად ველი საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას და კომისიის სხდომასაც. ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენს შორის გაძლიერებულ თანამშრომლობაზე,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მინისტერიალზე განხილვის მთავარი თემა სირიაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის საჰაერო ოპერაცია იქნება.

banner
წინა სტატიაშიანდრო ბარნოვი სამოქალაქო აქტივისტებს მოქმედებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე – ანალოგიურ სიტუაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომ ჩავარდნილიყო, მასაც ანალოგიური კითხვები გაუჩნდებოდა