,,დიდ პატივს ვცემ უსუფაშვილს, მაგრამ ვერ დავუჭერ მხარს, როდესაც ის არაფორმალური მმართველობის თემის გამარტივებას ცდილობს”

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

დიდ პატივს ვცემ დავით უსუფაშვილს, მაგრამ ვერ დავუჭერ მხარს, როდესაც ის არაფორმალური მმართველობის თემის გამარტივებას ცდილობს , – ასე გამოეხმაურა სასტუმრო “რუმსში” მიმდინარე კონფერენციაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯომარის განცხადებებს არაფორმალური მმართველობის შესახებ. ალასანიას განცხადებით, არაფორმალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სრულად აკონტროლებს მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობას.
“უნდა შეიცვალოს არაფორმალური მმართველობა, რომელიც ახლა არის გასამმაგებული. ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არაფორმალური ლიდერი სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე და ამ დროს ნულოვანი ანგარიშვალდებულება აქვს, ეს ძალიან ცუდია, როგორც გარე ფაქტორების თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნითაც”, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ და იმედი გამოთქვა, რომ ამ ვითარებას ახალი საპარლამენტო არჩევნები შეცვლის.
სასტუმრო “რუმსში” მიმდინარე კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არაფორმალური მმართველობის შესახებ დავით უსუფაშვილს კითხვით თამარ ჩერგოლეიშვილმა მიმართა. უსუფაშვილმა მას თავის მხრივ კონტრშეკითხვით მიმართა – “ფორმალური დიქტატორი სჯობს, თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი”.
“ფორმალურ ხელმძღვანელობას რაც შეეხება, მე კითხვის ნიშანს დავსვამდი არაფორმალური ლიდერის ზეგავლენის ხარისხზე. ფორმალური დიქტატურა სჯობს თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და ამ კონტექსტში ახსენა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისი თქმით, ახლა სხვა ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონს ხელმძღვანელობს.
უსუფაშვილის თქმით, არ არის არაფორმალური ლიდერობის მომხრე, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს არის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ქართული საზოგადოება დგას.
“არაფორმალური ლიდერობა ცუდია, არ არის კარგი, მე არ ვუჭერ ამას მხარს. უბრალოდ, არის ადამიანი, ვისაც აქვს პატივისცემა და ზეგავლენა საზოგადოებაზე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, თუ საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არაფორმალური ლიდერის ზემოქმედებაზე, ეს ძალიან ცუდია. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ამასთან იგი აცხადებს, რომ არაფორმალური ლიდერის გავლენის საკითხი არ არის ის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუმცა სვამს კითხვას, რატომ მონტენეგრო და არა საქართველო
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განწყობას არ იზიარებს