იგორ კოლომოისკი: სააკაშვილი ოდესას რუსეთს ჩააბარებს

ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უარყოფითად აფასებს დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი. იგორ კოლომოისკი დარწმუნებულია, რომ “სააკაშვილი ოდესას რუსებს ჩააბარებს”.

მისივე თქმით, მოქმედ გუბერნატორს იგორ პალიცას, რომელიც კოლომოისკის გუნდის წევრია, გადადგომის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია.

“სააკაშვილთან დაკავშირებით საერთოდ გაოცებული ვარ. ვფიქრობ, ის დროებითი ფიგურაა. ახლა ის ოდესას რუსებს ჩააბარებს, შემდეგ კი მისი ბრძოლით დაბრუნება მოგვიწევს,”– აცხადებს კოლომოისკი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული პრესის ცნობით, პოროშენკომ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა
შემდეგი სტატია“ჩვენ არ გვაქვს უფლება უკრაინელ ხალხს იმედები გავუცრუოთ”- მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე Skype-ით ჩაერთო