იგეგმება თუ არა ქვეყანაში ტარიფების მომატება? – “სემეკი”-ს თავმჯდომარე დეპუტატებს პასუხობს

იგეგმება თუ არა ქვეყანაში ტარიფების მომატება? – ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ირინა მილორავამ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს 2014 წლის ანგარიში წარუდგინა. დეპუტატებს კი შენიშვნები მცხეთაში წყლის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით აქვთ.

ირინა მილორავას განმარტებით, კომისია არ არის ხელშეკრულების მხარე, შესაბამისად ის ვერ უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. „სემეკი“-ს თავმჯდომარეს არგუმენტები დაუწუნა ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების მდივანმა ზურაბ ტყემალაძემ და მას უპასუხისმგებლო განცხადება უწოდა.

რაც შეეხება ტარიფების ზრდას, „სემეკი“-ს თავმჯდომარის თქმით, ამ დროისთვის „სემეკ“-ში შესულია განაცხადი „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მხრიდან და მიმდინარეობს მსჯელობა, გაეზრდებათ თუ არა რეგიონებში სამომხმარებლო ტარიფი. საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სექტემბერში მიიღებენ.

მოხდება თუ არა თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფის გაზრდა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „სემეკი“ 7 ივლისს გამოაცხადებს, სხდომა სწორედ ამ დღეს არის ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონის დასუფთავების სერვისცენტრის უფროსი და თანამშრომლები ფულის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: მითი, რომ დევნილთა ახალი თაობა წამოვიდა და მათ არ სურთ უკან დაბრუნება, გაქარწყლებულია