ია მეტრეველი: მე ამ ფაქტის შესახებ ვიცი უკვე ერთი წელია

გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველის განცხადებით, მისთვის ერთი წლის წინ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა.

ამის შესახებ მან სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, ომბუდსმენის აპარატს ერთ-ერთი მსჯავრდებული დაუკავშირდა და ის აღნიშნულ საქმეზე ახსნა-განმარტების მისაცემად მზადყოფნას გამოთქვამს.

“მე ამ ფაქტის შესახებ ვიცი უკვე ერთი წელია. სწორედ ამ ბიჭის უსაფრთხოების მიზნით მე ომბუდსმენი ჩავაყენე საქმის კურსში და ამის შესახებ პროკურატურასაც ვაცნობე. დაკითხვაზე პროკურატურაში არ ვყოფილვარ უბრალოდ გადავეცი ინფორმაცია. არ ვიცი, დაიწყეს თუ არა გამოძიება, უბრალოდ ამ ბიჭთან იყვნენ შესული სახალხო დამცველის აპარატიდან და პროკურატურიდანაც. საქმე დაწყებულია თუ არა, ვერ გეტყვით“, – განაცხადა მეტრეველმა.

banner
წინა სტატიაში„ოცნება არ მუშაობს, წისქვილი არ აშენდა“- პოლიტიკური წარწერები წისქვილში და იმედგაცრუებული მოსახლეობა
შემდეგი სტატიაStop Russia! – ხიდაშელის გამოსვლა ევროსაბჭოში