იაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურს

იაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურს

იაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურსუკრაინის პრემიერი არსენ იაცენიუკი გაერთიანებული ნავთობკომპანიის შექმნის იდეით გამოდის, რომელიც “უკრაინნავთობის”, “უკრტრანსნავთობის” და “უკრტატნავთის” ბაზაზე უნდა დაარსდეს.
“ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა ნავთობკომპანიების აქციონერებთან შეხვედრა ჩაატაროს. მოდი, დავუბრუნდეთ ერთიანი მსხვილი ნავთობკომანიის შექმნის იდეას” – განაცხადა პრემიერმა ენერგეტიკის სამინისტროში კოლეგიის სხდომაზე.
მისი თქმით, ამ კომპანიების გასაერთიანებლად და ერთიანი ჰოლდინგის შესაქმნელად მიზანშეწონილია უცხოელი კონსულტანტების მოწვევა.
ამასთანავე, კომპანია “ნავთობგაზზე” , რომლიც რუსული გაზის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს, საუბარი არ ყოფილა.
1 ივლისიდან რუსულმა გაზპრომმა უკრაინის გაზით მომარაგება შეაჩერა.
გაზის დეფიციტის კომპანსირებისთვის უკრაინა ევროპელ პარტნიორებთან მართავს დიალოგს.

banner
წინა სტატიაშიუპრეცედენტო შემთხვევა: ისლამისტები ტყვედ ჩაბარდნენ
შემდეგი სტატიაციპრასი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენს