იარაღის უკანონო ტარებისთვის 25 წლის მამაკაცი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს. წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ონისე ო. ბაკურიანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ავსტრიული წარმოების „გლოკ-17-ის” მოდელის პისტოლეტი,1 მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიუვიზო მიმოსვლაზე ოფიციალური თბილისი რიგის სამიტის გადაწყვეტილებას ელოდება
შემდეგი სტატიაგუდაურის მიმართულებით გზა ისევ ჩაკეტილია