იაპონიის პრემიერი პირველად ავიდა ამერიკულ ავია-გამანადგურებელზე

იაპონიის პრემიერი პირველად ავიდა ამერიკულ ავია-გამანადგურებელზე

იაპონიის პრემიერი პირველად ავიდა ამერიკულ ავია-გამანადგურებელზესინძო აბე იაპონიის პირველი მოქმედი პრემიერია, რომელმაც ამერიკული ავია-გამანადგურებელი მოინახულა.
ის ავია-გამანადგურებელ “რონალდ რეიგანის” ბორტზე ავიდა, რომელიც ტოკიოს ყურეში მდებარეობს.
ანალიტიკოსების თქმით, შესაძლებელია ეს იყოს იმის ნიშანი, რომ იაპონია-ამერიკას შორის სამხედრო ალიანსი იქმნება.
მიმდინარე წლის სექტემბერში იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც იაპონიის სამხედრო ძალებს ქვეყნის გარეთაც შეუძლიათ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება, რომელიც მათ 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონსტიტუციით აკრძალეს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მოლდოვას ექს-პრემიერი დააპატიმრა
შემდეგი სტატიალონდონის ცნობილ ბიგ-ბენს რამდენიმე თვით გააჩერებენ