იაპონია რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდილ აქტიურობაზე ლაპარაკობს

იაპონიაიაპონიის სამხედრო ძალების გამანადგურებლები უკანასკნელი წლის განმავლობაში 900-ზე მეტჯერ აიჭრნენ საჰაერო განგაშის გამო.  უცხო სახელმწიფოს თვითმფრინავები იაპონიის საჰაერო სივრცეს  უახლოვდებოდნენ.

ძირითადად საუბარია რუსეთის და ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავებზე.

ამასთანავე, როგორც იაპონური უწყება იტყობინება, საჰაერო სივრცე გასულ წელს არც ერთხელ არ დარღვეულა.

2014 წელს გამოჭერილი  თვითმფრინავების რიცხვი 16 %-ით მეტია, ვიდრე 2013 წელს და საერთო ჯამში 943 შემთხვევა შეადგინა.

ეს ერთი შემთხვევით ნაკლებია, ვიდრე 1984 წელს, როცა საბჭოთა ავიაცია განსაკუთრებით აქტიური იყო იაპონიის საზღვარზე ცივი ომის გამო.

იაპონიის მთავრობამ თავდაცვაზე რამდენიმე წლიანი შემცირებული ბიუჯეტის შემდეგ, ხარჯები გაზარდა. ბიუჯეტის  სამხედრო მიმართულებით გაზრდა რუსეთის და ჩინეთის აქტიურობებს უკავშირდება.

ტოკიოს პეკინთან და მოსკოვთან უკანასკნელ წლებში ტერიტორიული დავების გამო დაეძაბა ურთიერთობა.  ჩინეთთან აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვაზეა დავა, ხოლო მოსკოვთან ოთხ კუნძულზე იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანსა და ჰაბომაიზე კურილიასთან ახლოს.

მოსკოვი ამბობს, რომ აღნიშნული კუნძულები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ, მას ეკუთვნის.

 

banner
წინა სტატიაშივლადიმირ პუტინი: ჩვენ იმპერიის აღდგენას არ ვაპირებთ
შემდეგი სტატიაForbes-ი: პოტანინი რუსი მდიდრების სიის თავშია