იაპონია აშშ-სგან განმარტებებს ითხოვს

იაპონია აშშ-სგან განმარტებებს ითხოვს

იაპონია აშშ-სგან განმარტებებს ითხოვსოფიციაკური ტოკიო აშშ-ს მოუწოდებს განმარტება გააკეთოს პორტალ Wikileaks-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო წლების მანძილზე იაპონიის პრემიერ-მინისტრს უსმენდა – ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ.

Wikileaks-ში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გარდა აშშ-ს უსაფრთხოების სააგენტო იაპონიის მთავრობის სხვა წევრებსაც უსმენდა და ასევე კონცერნ Mitsubishi-ის პასუხისმგებელ პირებსაც.
“ეს მოქმედება თუკი ნამდვილად იყო, ყველაზე ცოტა, სამწუხაროა, რადგანაც ჩვენ მოკავშირეები ვართ” – განაცხადა სუგამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ივლისში ვიზიტორთა რაოდენობა 9,5 %-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაორ ეკლესიაში აფეთქება მოხდა