იანუკოვიჩის შვილის სიკვდილი დადასტურდა

იანუკოვიცჰი

 იანუკოვიჩის შვილის სიკვდილი დადასტურდაარა ერთმა უკრაინულმა გამოცემამ დაწერა ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსის გარდაცვალების შესახებ, თუმცა ინფორმაციის დადასტურება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
ირკუტსკის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მანქანაში, რომელიც ლოდმა გაიტანა, იჯდა ვიქტორ დავიდოვი და არა ვიქტორ იანუკოვიჩი.
იანუკოვიჩების ახლობლები ადასტურებენ, რომ უმცროსი იანუკოვიჩი გვარის გამოცვლას აპირებდა დავიდოვზე – ეს მისი ბებიის გვარია დედის მხრიდან.

უმაღლსი რადას წევრმა ნესტორ შუფრინმა სინანული გამოთქვა უმცროსი იანუკოვიჩის დაღუპვის გამო: „ვიქტორ ვიქტორის ძე იანუკოვიჩი ტრაგიკულად დაიღუპა. გარდაიცვალა ისე, როგორც ცხოვრობდა – მანქანის საჭესთან. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მან ბევრი რამ ნახა, ბევრ რამეს ხვდებოდა და არ ეთანხმებოდა“ – წერს დეპუტატი.
იაკუტიის პოლიციის ცნობით ლოდის მიერ წყალში გადადგებულ მანქანაში 5 მგზავრი იჯდა, ყველა მათგანი გადარჩა მძღოლის გარდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის რუსული ოკუპაცია (უახლესი ფოტოები)
შემდეგი სტატიაეგვიპტეში ზვიგენმა გერმანელი ტურისტი იმსხვერპლა