იანვრის თვის ინფლაციისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ მონაცემები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

მომდევნო კვირის მონაცემებით დადგინდება, რამდენად შემცირებული ან გაზრდილია სავაჭრო დეფიციტი,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო კვირაში იანვრის თვის ინფლაციისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ მონაცემები გახდება ცნობილი.
“მომდევნო კვირაში გვექნება იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი. ასევე, გვექნება იანვრის თვის ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ჩვენ შეგვეძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რამდენად გაზრდილი ან შემცირებულია სავაჭრო დეფიციტი”, – განაცხადა ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიჯონ ქერი 50 დოლარით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება