იანვარ-სექტემბერში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 44%-ით შემცირდა

რუსეთში ბოთლ ღვინოზე ფასი 15-25 %-ით გაიზრდება

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 44%-ით არის შემცირებული.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 9 თვის ექსპორტის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის განვლილი 9 თვის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24 071 200 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 66,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბრში მიმდინარე წლის ყველა განვლილ თვეებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ექსპორტი დაფიქსირდა – 4 235 132 ბოთლი. შედარებისთვის: იანვარში ექსპორტირებული იყო 1 343 018, თებერვალში – 1 558 631, მარტში – 2 198 535, აპრილში – 2 878 656, მაისში – 2 476 567 ბოთლი, ივნისში – 3 251 246, ივლისში – 3 094 894, აგვისტოში – 3 050 265.
“საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი – 90%, სადაც ექსპორტირებულია 1,5 მლნ ბოთლზე მეტი. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთი 1% (1 112 118 ბოთლი), ლატვია – 8% (831 906), ესტონეთი – 32% (339 912), ლიტვა – 6% (437 850), გერმანია – 14% (189 054), ნიდერლანდები – 146% (38 844), საფრანგეთი – 119% (28 638). ასევე აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა აშშ – 39% (181 937), იაპონია – 33% (112 226), კანადა – 69% (135 012), ექსპორტი აგრეთვე გაიზრდა ყირგიზეთში – 83% (117 840), ჰონგ-კონგი – 8% (26 834), ისრაელი – 163% (28 440), კორეა – 221%(24 054) და სხვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 12 508 086, ყაზახეთი – 3 442 296, უკრაინა – 2 149 471, ჩინეთი – 1 517 843 და პოლონეთი – 1 112 118 ბოთლი.
“რეგიონში არსებული ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა (-55%) და უკრაინაში (-62%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია 9 თვის ექსპორტის საერთო მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ითაა შემცირებული. ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 483 702 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 11,8 მლნ აშშ დოლარს აღწევს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 97 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა (372 ათასი აშშ დოლარი).
“მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით 100 მლნ აშშ დოლარს მიაღწია”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის ქუჩები დაიტბორა
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი სირიის ოპოზიციაზე იერიშების მიტანაში დაადანაშაულა