,, თქვენ იცით, ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე”

თქვენ იცით ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში ევროკავშირის ელჩი , იანოშ ჰერმანი “რუსთავი 2” დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამის შესახებ დღეს დილით პრესაში წაიკითხა.
“ამ საკითხზე უნდა გავესაუბრო ადამიანებს, რომლებიც მომხდარზე სწორ ინფორმაციას მომაწოდებენ. ამიტომ, ამ საკითხის კომენტირება ახლა არ მსურს. არ გამოვრიცხავ, რომ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, როცა უკეთ ვიქნები ინფორმირებული”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ზე – სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ვერ შევალ”
შემდეგი სტატია,,საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია”