თქვენ დემაგოგიას ხალხი არ უსმენს და არავის სჯერა-ირაკლი ღარიბაშვილი

პარლამენტიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ურჩევს, საქართველოს მოსახლეობას ჰკითხონ, არიან თუ არა მათი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები – ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა და სხვები პოლიტიკური პატიმრები.
„რომელ ქვეყანაში არ გამოძიებდნენ ისეთ მძიმე დანაშაულებებს, როგორიც არის გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელობები? უგულავას მიერ 60 მილიონი ლარის გაფლანგვას? ამ თემასთან დაკავშირებით ყველამ კარგად იცის ყველაფერი. პასუხი ხალხმა გაგცათ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, იმ მძიმე დანაშაულებებზე, რომლებიც ჩადენილი იყო ახალაიას, მერაბიშვილის, უგულავას დროს“, – განაცხადა პრემიერმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების შეკითხვებზე პასუხისას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო დეპოლიტიზაციის პროცესი, შეწყდა ყოველგვარი წნეხი მოქალაქეებზე, ბიზნესსა და მედიაზე.

პრემიერმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები გააკრიტიკა იმის გამო, რომ „ძალიან ბევრს მუშაობენ ქვეყნის იმიჯის დაზიანებაზე“.
„მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. თქვენ დემაგოგიას ხალხი არ უსმენს და არავის სჯერა, ყველამ კარგად იცის, ვინ არის პოლიტიკური დევნილი და ვინ მოხვდა სწორედ სამართლიანობის აღდგენის პროცესში, პროცესი არის გამჭვირვალე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეუბანში მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით. გირგვლიანის მკვლელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობაა.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელმა მთავრობამ შეძლო, რომ ყველა სავალუტო კურსის გამომსახველ ბანერს უყურებს
შემდეგი სტატიაპარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მინისტთა კაბინეტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა