“თქვენმა პრეზიდენტმა მოიგონა დისკოტეკებით ტერიტორიის დაბრუნება”- სანიკიძე “ნაცმოძრაობას” აკრიტიკებს

შეიძლება ისეთი რაღაცეები მოხდეს, რომ დენი საერთოდ აღარ იყოს საქართევლოში

საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციების პროექტების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008 წლის მოვლენები გაახსენა:
“თოფის დაუცლელად დაცალეთ კოდორი! ეს მემკვიდრეობა მივიღეთ თქვენგან. თქვენი ცელქი პრეზიდენტისგან. რომელმაც მოიგონა კონფლიქტის მოგვარების ახალი მეთოდი, დისკოტეკებით ტერიტორიის დაბრუნება . არცერთ ქვეყანაში ასე არ გვარდება კონფლიქტები. ძალიან ზედაპირუდად უდგებოდით თქვენ ამ საკითხებს“, – განაცხადა სანიკიძემ.

უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციების პროექტებს დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ უმრავლესობის რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიაალაზნის სარწყავ არხში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო