თქვენი მიზანია არა მოსახლეობასა და ხალხს ესაუბროთ, არამედ მიზანია ის, რომ ერთ ადამიანს – “20/30”-ის წამყვანს მოეწონოს ის, რაც თქვით

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

პარლამენტიარ მოველოდით, რომ ადეკვატური იქნებოდით და რა თქმა უნდა, ამ მოლოდინმა გაამართა – სრულიად არაადეკვატური იყავით, – ამ განცხადებით პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა მისი გამოსვლის საპასუხოდ მიმართა.
გაბაშვილმა უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ცეკას და კომკავშირის სხდომებს შეადარა და აღნიშნა, რომ მან 100-მდე ტყუილი თქვა.
“თქვენი მიზანია არა მოსახლეობასა და ხალხს ესაუბროთ, არამედ მიზანია ის, რომ ერთ ადამიანს – “20/30″-ის წამყვანს მოეწონოს ის, რაც თქვით. ვინც უფრო ხანში შესულია, კარგად ახსოვს ცეკას და კომკავშირის პლენუმები, სადაც ხალხს უხსნიდნენ, რა კარგად ცხოვრობს ხალხი საბჭოთა კავშირში და როგორ ლპება იმპერიალისტური სამყარი ოკეანეს გადაღმა. როცა ამბობთ, რომ ყველა მიმართულებით პროგრესი გაქვთ და პროგრესზე უნდა ვისაუბროთ, ალბათ გადაგავიწყდათ, რომ სულ რაღაც ოთხი თვის წინ საქართველოს პარლამენტში შემოიტანებთ ბიუჯეტი და პროგნოზი, რომ ეკონომიკა 5%-ით გაიზრდებოდა, რაც ისედაც ცოტაა, მაგრამ რამდენიმე თვეში მოგიწიათ ამ პროგნოზის გადახედვა შემცირებისკენ. ალბათ დაგავიწყდათ, რომ 530 000 ოჯახს საქართველოში, რაც არის პრაქტიკულად ყველა, გაუძვირდა ცხოვრება. ეს ხალხი ღარიბდება, რადგან შემოსავალი აქვთ ლარში და სესხები აქვთ დოლარში. თქვენი მოღვაწეობის შედეგად საზოგადოების აბსოლუტურად ყველა ფენა ღარიბდება. ალბათ გავიწყდებათ, რომ ისტორიულ პიკს მიაღწია ბანკებისათვის გადაუხდელი სესხების რაოდენობამ. ალბათ გამოგრჩათ ისიც, რომ შემცირებულია სავაჭრო ბრუნვა ქვეყანაში, რადგან შემცირდა ექსპორტი, შემცირდა იმპორტი. მათ შორის მოახერხეთ და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წინა წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირთან 30%-ით შეამცირეთ ექსპორტი. მცირდება სამუშაო ადგილები. ტურიზმთან დაკავშირებით თქვენგან ციფრების საოცარი მანიპულაცია მართლაც კარგი მოსასმენი იყო, მაგრამ რეალობა არის ის, რომ როცა გასულ წლებში ტურიზმი ორნიშნა ციფრით – დაახლოებით 20-30%-ით იზრდებოდა, შარშან ტურიზმის ზრდა 25-ჯერ შემცირდა, ხოლო წელს მინუსებშია. ტურიზმი ჩამოაქციეთ. ლარი გაუფასურდა, ადამიანებს შემოსავლი დააკლდათ, მოსახლეობა გაღარიბებულია, პროდუქტებს ვეღარ ყიდულობს, ადამიანები ძალიან დიდ გაჭირვებაში არიან და არა მგონია, მათ ყურს მალამოდ ეფინებოდეს ის, რასაც ლაპარაკობთ”, – მიმართა ღარიბაშვილს გოკა გაბაშვილმა.
მან აღნიშნა ისიც, რომ “იმატა კრიმინალმა, გახშირდა ბანკების და ბენზინ-გასამართი სარდგურების დაყაჩაღება და სხვა ძალადობრივი დანაშაულები, დრამატულად იკლო სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობამ”.
“ამის მიზეზი არის ის, რომ თქვენ არ ხართ საქართველოს მთავრობა. თქვენ ხართ ერთი არაფორმალური მმართველის, თქვენი ლიდერისა და მენტორის მარიონეტები. ასეთი უნიათო, ასეთი არაკომპეტენტური და არაფრის გამკეთებელი მთავრობა საქართველოს არასდროს ჰყოლია. მაქვს ერთადერთი კითხვა – კი ბატონო, თქვენმა ბრძანებელმა რამდენიმე თვით დაგტოვათ, მაგრამ რაც ამ ორი წლის განმავლობაში დაატრიალეთ, როგორ თვლით, კიდევ აქ უნდა იდგეთ და ითხოვდეთ ნდობას პარლამენტისგან?!”, – განაცხადა გაბაშვილმა.

garibaSvili

 

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გოკა გაბაშვილმა ერთმანეთი “სიცრუეში” დაადანაშაულეს.
სხდომაზე შესაბამისი რეპლიკა თავდაპირველად უმცირესობის წევრის მისამართით პრემიერმა გამოიყენა, რითაც ლარის გაუფასურების საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მთავრობის მეთაურის პასუხის შემდეგ კი ანალოგიური შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით უკვე თავად გაბაშვილმა გააკეთა.
“თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. მე გეტყვით, რომ საქართველო არ არის გამონაკლისი რეგიონში. საქართველო იყო მართლაც გამონაკლისი ეკონომიკური ზრდის მონაცემებით გასულ წელს, როცა ჩვენ გვქონდა 4,8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ამ მონაცემით, ჩვენ ვიყავით პირველ ადგილზე რეგიონში, რაშიც ასევე ვგულისხმობ ევროპის ნაწილს. რაც შეეხება ლართან დაკავშირებულ საკითხს – ეს, რა თქმა უნდა, არის პრობლემატური საკითხი და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ეს არის განპირობებული საგარეო ფაქტორებით, იმ შოკებით, რომელიც, რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და ლარზე, რადგან ვართ პატარა ეკონომიკა, რომელიც მიერთებულია მსოფლიო ეკონომიკაზე და ბუნებრივია, ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე მიმდინარე კრიზისებს ექნებოდა ნეგატიური გავლენა. სრული სიცრუეა, რომ თურმე საქართველოს მთავრობის მუშაობის ბრალი ყოფილა ლარის გაუფასურება. თქვენ ცრუობთ ბატონო გოკა. ეს არის დემაგოგია. მე არ ვაპირებ, რომ თქვენს დემაგოგიაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო”, – მიმართა პრემიერმა გოკა გაბაშვილს.
თავის მხრივ, უმცირესობის წევრმა სიცრუეში თავად პრემიერი დაადანაშაიულა. “თქვენ ცრუობთ და იტყუებით”, – აღნიშნა გაბაშვილმა ღარიბაშვილის მისამართით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ლარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება
შემდეგი სტატიაძალიან კარგად იცით, რომ ბატონ ივანიშვილს არავითარი ინტერესი არ აქვს არც ოქროს საბადოში და არც რომელიმე სხვა საწარმოში