“თუ ხელისუფლება ვაზაგაშვილის საქმეს არ გამოიძიებს, მეორე რაფალიანცად ექცევათ!”

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აკაკი ბობოხიძე.

“მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას თუ უნდა სახე ოდნავ მაინც შეინარჩუნოს, მომხდარი ფაქტი სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი გაანებოს. ჩვენი ხელისუფლების ხელში ეს საქმე შესაძლოა მეორე ბარბარე რაფალიანცის საქმედ იქცეს.
ისინი წინასწარ იშვერენ ხელს პოლიტიკური მოსაზრებებით და თუკი ხელისუფლება საქმეს ასე გააგრძელებს და არ მიუდგება ამ საშინელ ფაქტს ისე, როგორც უნდა მიუდგეს, ანუ სასწრაფოდ არ ჩაატარებს გამოძიებას, მიზნად დაისახავს მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას და პოლიტიკური მოწინააღმდეგის გასვრას, ბუნებრივია, რომ გამოძიება ჩიხში შევა, ისე, როგორც არა ერთი სხვა გამოძიება შევიდა ჩიხში.”_ განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
banner
წინა სტატიაშიუკრაინის მთავრობას რეკომენდაციებს მიხეილ სააკაშვილიც აძლევს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი 2016 წლამდე კოალიციის დაშლას გამორიცხავს