“თუ ქართული მხარე მზად იქნება ჩვენ განვაახლებთ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების პროცესს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი არ შეწყვეტილა. ლავროვს მიაჩნია, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვანი და საჭიროა.

“საქართველოსთან კონტაქტებისაგან ჩვენ თავი არასდროს აგვირიდებია, დიპლომატიური ურთიერთობებიც ჩვენ არ გაგვიწყვიტავს. აბაშიძე–კარასინის ფორმატი ისევ არსებობს. არ მსმენია არანაირი ოფიციალური განცხადება ამ ფორმატის გაუქმებაზე, უბრალოდ ისინი დიდი ხანია არ შეხვედრილან. ეს ფაქტია, თუმცა ამას მშვიდათ უნდა შევხედოთ. ვფიქრობ როგორც კი ქართული მხარე მზად იქნება, ჩვენ ამ ფორმატს ავამუშავებთ. ის საკმაოდ სასარგებლოა, გვაძლევს საშუალებას გავცვალოთ პოზიციები იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც მხარეებს შორის ჩნდება,”- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელი გაავლო და დასავლეთი გააკრიტიკა.

“2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტის საბოლოო განცხადებაში გაკეთებულმა ჩანაწერმა, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ნატოს წევრები, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმ გადაწყვეტილებაზე რომელიც მაშინ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო და დაიწყო სამხედრო ავანტიურა სამხრეთ ოსეთში. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი წინდაუხედავი მხარდაჭერისაგან თავბრუსხვევა არ გაუწევს ცუდ სამსახურს უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას,”- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველთა ლიგა: ესაა სამართლებრივი სიბეცე და გაუგონარი ცილისწამება
შემდეგი სტატია“უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა,”- სერგეი ლავროვი