თუ უნდა ივანიშვილს სააკაშვილის სახელმწიფო გადატრიალების გამო პასუხისგებაში მიცემა, მან საქმე უნდა აღძრას 2003 წელს

ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სისივნე ჰქვიაშალვა ნათელაშვილის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ აძღული საქმე არგუმენტირებული არ არის. ის 315-ე მუხლით აღძრულ საქმეს შეკოწიწებული მოსმენებით აღძრულ საქმეს უწოდებს.

„წინა ხელისუფლება ჩემ წინააღმდეგ ცდილობდა ასეთი შეკოწიწებული მსომენებით აღეძრა საქმე სამშბოლოს ღალატით, გადატრიალებით, მასობრივი არეულობით და რით დამთავრდა ნახეთ, საქმე ვერ აღიძრა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიაში ყოველდღიურად თუ არა, სისტემატიურად მიდის მსჯელობა როგორ მოეწყოს მიტინგი, როგორ აღიმართოს ბარიკადები საჭიროების შემთხვევაში და სროლის შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ.

„თუ უნდა ივანიშვილს სააკაშვილის სახელმწიფო გადატრიალების გამო პასუხისგებაში მიცემა, მან საქმე უნდა აღძრას 2003 წელს, როდესაც მისი ფინასნებით სააკაშვილმა მართლა მოახდინა გადატრიალება, შევარდა პარლამენტის შენობაში, გადააყენა 5 პარტიისგან შემდგარი მართლა დემოკრატიული პარლამენტი, სადაც არ ჰქონდა არავის უმრავლესობა და დაამყარა 9 წლიანი მმართველობა. აი იქიდან აღძრას საქმე. მაგრამ ვერ აღძრავს, რადგან თვითონ თანამონაწილეა. სადაც თანამონაწილეა, იმაზე დუმს, სადაც ნახავს მომგებიან სიტუაციას. თქვენამდე მოახერხა იმედში და გააქუმა მისთვის მიუღებელი ინგა გრიგოლიას გადაცემა და პირველ არხზე გააუქმა ეკა მიშველაძის გადაცემა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაშის მოსვლის შემდეგ რუსთავი 2 ლეიბორისტული პარტიით აღარ დაინტერესდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია:”ამ კაცს თავში არაფერი კარგი ჩვენი ქვეყნისთვის არა აქვს”
შემდეგი სტატიასაგარეჯოში 31 უბნის წინასწარი მონაცემებით ირმა ინაშვილი ლიდერობს