თუ მინისტრი კარგად მუშაობს, თუ ის მადლობის ღირსია, რატომ მიდიან?!-გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარი რჩება, რატომ მიდიან მინისტრები, თუკი ისინი კარგად მუშაობდნენ.

“ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობიდან მყისიერად წავიდა რამდენიმე მინისტრი. მათ წასვლას არაფერი არ მოასწავებდა. ვიცოდით და ინფორმირებული ვიყავით, რომ ისინი კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ, მათ შორის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებითაც. მე, სხვათა შორის, პარლამენტში ჩემი სიტყვის დიდი ნაწილი დავუთმე იმ რეფორმებს და პროცესებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროში და იმ უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ქართულ არმიაში, მაგრამ რომ დავაკვირდეთ ქრონოლოგიას – ვხედავთ, რომ მიდის ერთი მინისტრი, შემდეგ ვხედავთ რომ მიდის მეორე მინისტრი. ამ პერიოდში ვისმენთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობაში აღარ შეიცვლებიან მინისტრები და აღარ იქნება მინისტრთა კაბინეტი თავიდან დასამტკიცებელი, ვისმენთ ბატონ ლევან ყიფიანის განცხადებას, რომ არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას და მეორე დღეს ვისმენთ, რომ ის მიდის. ვისმენთ განცხადებას იმის თაობაზე, რომ შეიცვლება მხოლოდ ორი მინისტრი და მეორე დილას ვისმენთ განცხადებას, რომ იცვლება სამი და მათ შორის თავდაცვის მინისტრი. ამ პროცესებს ნაკლებად თუ აქვს ახსნა ჩვენი საზოგადოებისთვის. ყველა ამ მინისტრის თაობაზე ვისმენთ და შეიძლება ძალიან დამსახურებულად, დადებით შეფასებებს და ბევრ მადლობას. თქვენთვის გასაგებია ეს ვითარება?! თუ მინისტრი კარგად მუშაობს, თუ ის მადლობის ღირსია, რატომ მიდიან?! შესაძლოა რაღაც სასიკეთო პროცესია, შესაძლოა ამ ყველაფერს აქვს უკეთესი გამოსავალი, მაგრამ მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ხდებოდა ძალიან ნაჩქარევად, სწრაფად. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მე გამოვიყენე ჩემთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილება და პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენა გადავდე ერთი კვირით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა

banner
წინა სტატიაშილე პენს ,,ფემენმა,, 1 მაისი ჩაუშხამა (VIDEO)
შემდეგი სტატიათუ ისინი არ შეცვლიან წარმოდგენილ სიას, მე მაქვს ვალდებულება წარმოდგენილი შემადგენლობა ერთი კვირის ვადაში გადავუგზავნო პარლამენტს