“თუ მას პროცესის მიმართ უნდა, რომ ნდობა იყოს მაღალი მან თავი უნდა აიცილოს”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს:

“თუ მას პროცესის მიმართ უნდა, რომ ნდობა იყოს მაღალი მან თავი უნდა აიცილოს,”-ეს განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა გააკეთა.

გიგაური ამბობს, რომ არსებობს ბევრი კითხვის ნიშნები, რომ მიმდინარე პროცესის უკან ხელისუფლება დგას.

“მთავარი ამ ყველაფერში არის, რომ ეს იყოს მიუკერძოებელი პროცესი და არ ჩანდეს არის დაინტერესებული სახელმწიფო და სწორედ დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ გადაწყვიტოს მათი ბედი. რაც ამ შემთხვევაში სამწუხაროდ არ გვაქვს. მოსამართლე ურთმელიძესთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ იმ შემთხვევაში თუ მას უნდა რომ ზოგადად ამ პროცესის მიმართ ნდობა იყოს მაღალი ალბათ მან უნდა აიცილოს თავი.
თუმცა ეს მოსამართლის დისკრეციაა. იმ შემთხვევაში რომ მას დეკმაყოფილებინა და რუსთავი 2-ის საქმე კოლეგიას განეხილა ეს პრობლემა არ იქნებოდა,”- განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაში“ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს მოსამართლედ დანიშვნაზე ხელი მაქვს აწეული,”- გვარამია ურთმელიძეს მიმართავს
შემდეგი სტატიაომბუდსმენის ოფისი რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს