თუ მართლა ჩრდილოეთ კორეად არ ვიქეცით, უგულავა რამდენიმე საათში ამ კარიდან უნდა გამოვიდეს”

„ეს იყო სტიქიური უბედურება. ბუნების აჯანყება,“ - ასეთი შეფასება აქვს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, რომელიც მომხდარ სტიქიაზე გადაცემა არჩევანში საუბრობდა. ნიკა მელია გადაცემა არჩევანში ქალაქის მერს დავით ნარმანიას მისი საუბრის ტონის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერთ გვირაბამდე მიზეზების დაყვანა არ არის გამართლებული.მელიას თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შესაბამისად პასუხისმგებელ ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ავტო-მაგისტრალის გადაკეტვისა და სვანეთის ქუჩის ევაკუაციის შესახებ. „დღეს შენიშნეს შავი ღრუბელი და გამოაცხადეს ევაკუაცია. 3 ივნისს იყო ძლიერი წვიმა, როდესაც დაიტბორა სვანიძის ქუჩა და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ძაღლები დაიხოცა. ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ, როდესაც სტიქია განმეორდებოდა, ეს ტერიტორია ისევ დაიტბორებოდა“ - აცხადებს ნიკა მელია. ნიკა მელია ხელისუფლების მხრიდან საქმის გამოძიების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოძიებისთვის მზად არის.

“გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია,”-ამის შესახებ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან მყოფი ნიკა მელია აცხადებს, რომელიც სხვა თანაგუნდელების მსგავსად დარწმუნებულია, რომ უგულავას ციხიდან დღეს გაათავისუფლებენ.

„გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო და არაკონსტიტუციურად ჰყავდა ციხეში გამოკეტილი. თუ მართლა ჩრდილოეთ კორეად არ ვიქეცით, გიგი უგულავა რამდენიმე საათში ამ კარიდან უნდა გამოვიდეს,“ – აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაში„საქართველოში ჭორვილის დიქტატურა ვერ შედგება”
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ გადადგა დამოუკიდებელი, სამართლიანი ნაბიჯი და იხსნა სახელმწიფოს და მართლმსაჯულების ღირსება