„თუ თბილისელი საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ, რომ ძეგლის გადმოტანა შესაძლებელია, განხილვა დაიწყება“

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ნებისმიერი ინიციატივა შეიძლება განხივლის საგანი გახდეს.

მისი თქმით, დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისის ცენტრში გადმოტანის განხილვაში შესაძლოა, თბილისელმა საზოგადოებამაც მიიღოს მონაწილეობა.

„ნებისმიერი ინიციატივა შეიძლება გახდეს განხილვის საგანი. შესაძლებელია ეს იდეა განხილული იქნას საზოგადოებისთან ერთად და თუ თბილისელი საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ, რომ მსგავსი ტიპის ცვლილება არის შესაძლებელი, ბუნებრივია ამ გახილვის დაწყება შესაძლებელია. იგულისხმებიან რა თქმა უნდა სპეციალისტები, თბილისელი მოსახლეობა და ასევე, ბიზნეს ჯგუფები, ვისაც შეიძლება გარკვეული მოსაზრებები ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლექვინაძემ.

პშეგახსენებთ, რომ რემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს.

banner
წინა სტატიაშითალიბებმა ავღანეთში 11 სამხედრო მოკლეს
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრმა გამოჩენილ მეცნიერს ნოდარ ცინცაძეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა