“თუ ვინმეს დარღვევა აქვს, პასუხს აგებს” – კახა კალაძე გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გავრცელებულ კადრებზე

“თუ ვინმეს დარღვევა აქვს, აგებს პასუხს,” – ასე გამოეხმაურა ვიცეპრემიერმინისტრი კახა კალაძე სკანდალურ ვიდეოკადრებს, რომელიც ყოფილმა პოლიციელმა გიორგი ბაბუნაშვილმა სააგენტო “თაიმერს” ექსკლუზიურად გადასცა.

კალაძე ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა ყველაფერი.

“მე როგორც მოვისმინე დაწყებულია მოკვლევა მიმდინარეობს გამოძიება. თუ ვინმეს აქვს დარღვევა არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირია თუ უბრალო მოქალაქეა ყველა აგებს პასუხს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: ზოგიერთ დეპუტატს ახლა გაახსენდა, რომ თავის დროზე ნიკა გილაურისთვის მიღებული კანონი გადასახედია
შემდეგი სტატიასტუ – შემოდგომაზე გაზაფხულისფერი ახალი სასწავლო წელი