თურქეთში Youtube დაბლოკეს

თურქეთში Youtube დაბლოკეს

თურქეთში Youtube და Twitter მას შემდეგ დაბლოკეს, რაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება არ გაავრცელონ ქალაქ სურუიჩში მომხდარი ტერაქტის ფოტო და ვიდეომასალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალვა ტვიტერს მოეხსნა. YouTube-თან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ტვიტერმა საკუთარი სერვერიდან წაშალა ყველა მასალა, რომელიც 20 ივლისის ტერაქტს ეხებოდა, ასევე, წაშალა ყველა მომხმარებლის აკაუნტი, რომელიც მასალას ავრცელებდა. Google-ს წარმომადგენლები მუშაობენ იუთუბზე წვდომის აღსადგენად, თუმცა მიმდინარე მომენტისთვის თურქეთის რეგულატორთან კონტაქტში ვერ შედიან.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანი აკრძალოს ტერაქტის ადგილიდან მასალების გავრცელება ჯერჯერობით უცნობია.
2014 წელს ერდოღანის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით გავრცელებული აუდიომასალის გამო თურქეთმა ტვიტერიც და იუთუბიც დაბლოკა.

banner
წინა სტატიაშისოსო ჯაჭვლიანი – მე “იბიარდზე” ვერასოდეს ვერ ვიქნები, ერთგული მეუღლე ვარ
შემდეგი სტატიასოსო ჯაჭვლიანი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოდის