თურქეთში ქურთების პარტიის წინააღმდეგ ტერაქტები მოხდა

12070_505424312909824_1905481193_nთურქული ინტერნე-გამოცემა ,,სონ დაქიქა თურქ,,-ის ინფორმაციით, გუშინ და დღეს, თურქეთის ქალაქ მერსინში და ადანაში მდებარე თურქული ხალხთა დემოკრატიული პარტიის (HDP) რეგიონულ ოფისებში აფეთქებები მოხდა…

ხალხთა დემოკრატიულ პარტიას, რომლის წევრებიც და მომხრეებიც ძირითადში ქურთი წარმომავლობის თურქეთის მოქალაქეები არიან, გუშინ მერსინში ყვავილის თაიგული გაუგზავნეს, რომელიც ოფისში მიტანიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა 2 ადამიანი დაიჭრა… ხოლო დღეს ქალაქ ადანაში მდებარე პარტიის რეგიონალურმა ოფისში გზავნილების კომპანია ,,კარგომ,, ამანათი მიიტანა, რომელიც გახსნისას აფეთქდა… შედეგად 3 ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თურქეთის ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები საქმე უკვე იძიებენ… ხოლო თავად ხალხთა დემოკრატიული პარტიის ლიდერები და მათი მომხრეები აცხადებენ, რომ ისინი სახელმწიფო ტერორის მსხვერპლნი არიან.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: მერიამ დაახლოებით მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა უგულავას წინააღმდეგ მოწმესთან
შემდეგი სტატიავაზაგაშვილის ახლობლები და ბრალდებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ