თურქეთში ქართველი მძარცველები დააკავეს

gurcu-gasp-cetesi-yakalandi-6930570_x_oთურქეთში, სტამბულის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა პირებისაგან 1 მილიონ 130 ათასი ლირის ძარცვის ბრალდების მუხლით, სამართალდამცავებმა 4 ქართველი დააკავეს. საქართველოს მოქალაქეები 34 წლის- ა.კ. 29 წლის-ნ.უ. 36 წლის-კ.ჯ. და 39 წლის ი.უ. სტამბულის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. მათგან, 39 წლის ი.უ. მოგვიანებით გაანთავისუფლეს და თურქეთის საზღვარები დაატოვებინეს.
სტამბულის უშიშროების მთავარი სამმართველოს მიერ გაკეთებული განცხადებით, ქართველთა დანაშაულებრივმა ჯგუფმა, მიმდინარე წლის 5 იანვარს, თურქეთის ერთერთ მოქალაქეს ავტომობილის საბურავი მაშინ დაუზიანა, როცა მას ბანკიდან დიდი ოდენობით თანხა გამოჰქონდა. ფულის გამოტანის შემდეგ, თურქეთის მოქალაქემ ავტომობილით გზა განაგრძო, თუმცა ცოტა ხანში საბურავის დაშვების გამო გზაზე გაჩერება მოუწია, ამ დროს მას, უკან ავტომანქანით მიმავალი ქართველი დამნაშავეები დაესხნენ თავს და 500.000 ლირა, ძალის გამოყენებით წაართვეს. ეს შემთხვევა იქვე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა სრულად დააფიქსირეს. ამ შემთხვევის შემდეგ მათ მიმართ სამძებრო ღონისძიებები ტარდებოდა. ძიების დროს დადგინდა, რომ მათ დანაშაულის ბოლო შემთხვევამდე, კიდევ ორი თურქი მოქალაქე ყავდათ გაძარცვული, რომელთაც 400.000 და 230.000 ლირა წაართვეს. თურქეთის უშიშროებისა და პოლიციის ერთობლივი მოქმედებებით, 3 თებერვალს ქართველთა დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებულიქნა. მათ მიმართ ამჟამად საგამოძიები მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა, შესაძლოა, თებერვალში არ მოხდეს
შემდეგი სტატიაკოტე კუბლაშვილი: მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს