თურქეთში სისხლიანი ტერაქტი მოხდა… მოკლულია 30-მდე ადამიანი!!!

suruç-patlama-şanliurfaთურქეთის ქალაქ შანლიურფაში ხალხმრავალ ადგილას მომხდარ ტერაქტს სხვადასხვა მონაცემებით 20 დან 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა და ათეულობით დაჭრილია…

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის უკან, ქალაქ შანლიურფას სურუჩის რაიონში, კულტურის ცენტრ ,,ამარას,, წინამდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა იქ უამრავი ხალხი ირეოდა… აფეთქებამ 30-მდე ადამიანი იმსხვერპლა და 45-მდე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი…

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და უსაფრთხოების სამსახურის ბრიგადები…

გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის ცენტრ ,,ამარაში,, ის ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც ისლამისტების მიერ დანგრეული სირიის ქალაქ კობანიში აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდნენ… შეგახსენებთ, რომ ეს რაიონი სირიის საზღვართან ძალიან ახლოს არის…

ამ დრომდე უცნობია, რომელ ტერორისტულმა ორგანიზაციამ და რა მიზნით მოაწყო ტერაქტი.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიოლიმპიური სოფელი პირველ სტუმრებს ხვალიდან მიიღებს
შემდეგი სტატიალევან კობიაშვილი – ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს დღეეები