თურქეთში რუსეთის 7 მოქალაქე დააკავეს

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე თურქეთსი რუსეთის შვიდი მოქალაქე დააკავეს, რომელთა სახელი და გავრები არ სახელდება… მათ ბრალად ედებათ თურქეთ-სირიის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ,,ისლამურ სახელმწიფოს,, მეომრებთან შეერთების მცდელობა.

თურქული მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქეები თურქეთ-სირიის საზღვრის გაზიანთეპის მონაკვეთზე დააკავეს… 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ გაზიანთეპის მონაკვეთზე თურქების მიერ 59 რუსეთის მოქალაქეა დაკავებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისათვის…

რუსეთის უშიშროების მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამურ სახელმწიფოს,, რიგებში 1500-მდე რუსეთის მოქალაქე იბრძვის, რომელთა უდიდესი უმეტესობა ჩრდილოეთ კავკასიელები არიან.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინის რადა დილიდან ჩხუბით დაიწყო (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპარლამენტში მინდია ჯანელიძეს უსმენენ