თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთვის დახმარების თხოვნით არ მოუმართავთ

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

თურქეთში საქართველოს კონსულის, ჯემალ გოგიტიძის განცხადებით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ. როგორც ჯემალ გოგიტიძემ “თაიმერს” განუცხადა, საქართველოს მოქალაქეები საელჩოში კონსულტაციებისთვის რეკავენ, თუმცა დახმარება არ უთხოვიათ.
კონსულის განცხადებით, გადაჭარბებულია ინფორმაცია, თითქოს თურქეთის ტურისტულ ზონაში რაიმე სერიოზული ხდება.
“არაფერი სერიოზული ტურისტულ ზონაში არ მომხდარა და რეალურად, საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ უთხოვიათ”, – განაცხადა კონსულმა.
მისივე თქმით, გუშინწინ თურქეთის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციური პარტიის ოფისს დაესხნენ თავს, ასევე დაარბიეს კაფე-ბარი, თუმცა ეს ყველაფერი სამართალდამცველებმა დროულად აღკვეთეს.
თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში გვიან ღამე შეტაკებები მოხდა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე რესტორანსა და ღამის კლუბს ცეცხლიც გაუჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი “ლას-ვეგასი” მთლიანად დაიწვა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ბათუმში მომხდარი ორი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – ქართულ ენას განსაკუთრებული სახელმწიფო მზრუნველობა სჭირდება