თურქეთში მომხდარ ავარიას ეთნიკურად ქართველიც ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ეთნიკურად ქართველია. გარდაცვლილთა შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას რუსული გამოცემები ავრცელებენ.

ავტობუსი, რომელშიც რუსი, ყაზახი და ლიტველი ტურისტები იმყოფებოდნენ, დენზილის პროვინციაში პამუკალეს რაიონში ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად 4 ტურისტი დაიღუპა, მათ შორის, სამი რუსეთის მოქალაქეა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 1996 წელს დაბადებული ჯულია გოგოლაძეა.

ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანია დაშავებული, რომელთაგან 23 ასევე რუსეთის მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაშისემეკ-მა მოქალაქეებს 47 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
შემდეგი სტატიაავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა