თურქეთში დაშავებული ქართველების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც რიზეს ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა მუსტაფა ტეფემ განაცხადა, დაშავებულები რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებულნი. მისივე განმარტებით, თურქეთის ჯანდაცვის სისტემა ყოველთვის მზად არის დაუდგეს გვერდით დაზარალებულებს, განურჩევლად წარმომავლობისა. მუსტაფა ტეფემ გარდაცვლილი ქართველის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

“ვიზიარებ იმ მწუხარებას, რაც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დატრიალდა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ავარიის დროს დაშავებული სამი მოქალაქე გადაყვანილია რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაში. საკითხი რიზეს ჯანდაცვის განყოფილბას კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ბოლო მონაცემებით მათი მდგომარეობა სტაბილურია და ექვემდებარებიან მკურნალობას. ხვალ ან ზეგ მათ პალატაში გადაიყვანენ”, – აღნიშნა მუსტაფა ტეფემ.
რიზესთან ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. დაშავებულია ასევე, თურქი მძღოლიც. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდნენ. ისინი ხელვაჩაუში ცხოვრობენ.

banner
წინა სტატიაშიზაქარეიშვილი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე: იყო რთული, მძიმე შეხვედრა
შემდეგი სტატიაათენში არეულობები დაიწყო…