თურქული სააგენტო ,,ანადოლუ აჟანსის,, ცნობით, ანკარის ტერაქტის, რომელსაც 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სავარაუდო ორგანიზატორები დაკავებული არიან….
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების მიერ დაკავებულთა ბინაში ნაპოვნია ანკარის ტერაქტის მომწობი 2 თვითმკვლელი ტერორისტის ფოტო, რომელიც ანკარაში აფეთქების ადგილის მახლობლადაა გადაღებული… ნაპოვნია რამდენიმე ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიები, 22 ცალი ხელყუმბარა, რამდენიმე ტომარა ამონიუმის გვარჯილა, დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება, მობილური ტელეფონები და დისტანციური მართვის მოწყობილობები…
დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.
www.timer.ge