თურქეთში ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დენიზლის პროვინციის პამუკალეს რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები არიან.
ავტოავარია ტურისტულ ავტობუსს შეემთხვა, რომელსაც ტურისტები ანტალიიდან პამუკალეში გადაჰყავდა. ტრანსპორტში იმყოფებოდნენ ტურისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ლიტვიდან.
დაშავებულთაგან 20 რუსეთის მოქალაქეა. ასევე დაშავდნენ ყაზახეთის მოქალაქეებიც. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მელექედური-დვაბზუს შემაერთებელი 2კმ და 250-მეტრიანი გზის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება
შემდეგი სტატიაოთარ დანელია – ნებისმიერი ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია