თურქეთმა სტამბულის ტერაქტზე ინფორმაცია აკრძალა

1060339_cc0e719cee431592ad1a4db22f6860f6დღეს სტამბულის იუსტიციის სახლში ტერორისტებმა სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულებებზე მომუშავე პროკურორი მეჰმეთ სელიმ ქირაზი, საკუთარ სამუშაო ოთახში მძევლად აიყვანეს, რის შემდეგაც თურქეთის უშიშროების ძალებმა მისი განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო, რაც ამ დრომდე გრძელდება…

ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამის მუხლებზე დაყრდნობვით, ეროვნული უსაფრთხოების მოტივაციით, ტერაქტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება დროებით აკრძალა… სანამდე გაგრძელდება ინფორმაციის გავრცელების აკრძალვა, თურქული წყაროები არ აკონკრეტებენ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ძალიან მნიშვნელოვანი როდესაც პრეზიდენტი ახერხებს იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი და არა დამქუცმაცებელი
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე წლის პოლიტიკურ კალენდარში