თურქეთმა სირიის საზღვართან ,,უპილოტო,, ჩამოაგდო

თურქეთის საჰაერო თავდაცვის ძალების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა, გუშინ, საღამოს საათებში, თურქეთ-სირიის საზღვართან ჰატაის მხარეში, სარაკეტო გასროლით უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო…

გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავი საზღვართან ახლოს, სირიის ტერიტორიაზე დაეცა. სირიის ტერიტორიაზე მოქმედი სამი სხვადასხვა კატეგორიის შეაიარაღებული ძალების (ასადის რეჟიმი, ოპოზიცია და ,,ისლამური სახელმწიფო,,) დაპირისპირების ფონზე, თურქული წყაროები ვერ აკონკრეტებენ თუ რომელი ძალა მართავდა უპილოტო თვითმფრინავს… თუმცა აცხადებენ, რომ მიმდებარე ტერიტორიას ასადის ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ.

თურქული ,,დოღალ ჰაბერ აჟანსის,, ცნობით ეს უკვე მესამე საფრენი აპარატია, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ჩამოაგდეს თურქმა სამხედროებმა.

 

banner
წინა სტატიაშიპიკასოს ნახატი რეკორდულ თანხად გაიყიდა
შემდეგი სტატიაჯორჯ ჰარისონის გიტარა 500 ათას დილარად გაიყიდა