თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო…

თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ქალაქ ქილისთან ახლოს, სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან თურქ მესაზღვრეთა პოსტს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაღუპულია ერთი მაღალი რანგის ოფიცერი და დაჭრილია 3 სამხედრო მოსამსახურე…

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო ძალებმა თავდასხმელთა მიმართ ,,მიზანმიმართული,, სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, რომელიც სირიის ტერიტორიაზე თავდამსხმელი ტერორისტების განადგურებას ისახავს მიზნად… თურქული ოფიციალური წყაროები სამხედრო ოპერაციას, რომელიც თურქეთის მიერ პირველად ხორციელდება კონფლიქტში ჩაფლულ სირიაში,  ხაზგასმით ,,ტერორისტების გასანადგურებელად მიზანმიმართულს,, უწოდებენ…

ამ მომენტისათვის, სირიის ტერიტორიაზე ისლამისტთა პოზიციებს უკვე მძიმე შეიარაღებიდან ბომბავენ…

აღსანიშნავია, რომ თურქეთსა და სირიის პრეზიდენტის ასადის რეჟიმს შორის ხანგრძლივი დაპირისპირება არსებობს და სირიაში კონფლიქტის დაწყების დღიდან თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ითხოვს მოკავშირეებისაგან სირიაში შესვლის ნებართვას და იქ წესრიგის დამყარებას, რაზეც ნატო აქამდე თანხმობას არ აძლევდა. ამ მომენტისათვის კი გაურკვეველია, სირიის ტერიტორიაზე თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის ჩატარება იყო თუ არა შეთანხმებული მოკავშირეებთან ან თავად სირიის ხელმძღვანელობასთან. გაურკვეველია ისიც, რომ თურქეთი მხოლოდ ამ კონკრეტული, ტერორისტების  სადამსჯელო ოპერაციით შემოიფარგლება სირიაში თუ საბოლოოდ ჩაერთვება კონფლიქტში. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთს არაერთხელ ჩაუტარები სამხედრო ოპერაციები მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგალითად ერაყში, სადაც თურქული სამხედრო ავიაცია ქურტი ტერორისტების ბაზებს ბომბავდა, თუმცა ამ ოპერაციების შესახებ თურქეთის ხელისუფლება წინასწარ ათანხმებდა ერაყის ხელისუფფლებასთან.

www.timer.ge

 

 

 

banner
წინა სტატიაშიოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
შემდეგი სტატიასს “თელასმა” სემეკს სატარიფო განაცხადით მიმართა