თურქეთმა ვატიკანიდან ელჩი გამოიწვია

თურქეთმა ვატიკანიდან ელჩი გამოიწვია. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

ოფიციალური ანკარის ამგვარი რეაქცია რომის პაპის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც ოსმანეთის იმპერიაში სომხების მასიურ მკვლელობას მე–20 საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა.

დიპლომატის გამოწვევამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა-განმარტებისთვის ანკარაში ვატიკანის ელჩიც დაიბარა.

თურქეთი არ ცნობს ფაქტს გენოციდად და უკვე გამოთქვა თავისი აღშფოთება 2 წლის წინ, როდესაც პაპმა ეს ტერმინი პირველად გამოიყენა.

სომეხი და ბევრი დამოუკიდებელი ექსპერტის მტკიცებით, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმანეთის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები 2 მილიონ ნახევარი სომეხიდან დაიღუპა მილიონნახევარი.

თურქეთი მიიჩნევს, რომ ეს რიცხვი სინამდვილეს არ შეესაბამება და მსხვერპლს საომარი რეალობით ხსნის.

banner
წინა სტატიაში„ყოველდღიურად ამერიკელებს სჭირდებათ ჩემპიონი და მე მინდა ვიყო ეს ჩემპიონი“ – ჰილარი კლინტონი
შემდეგი სტატიასასაფლაოების მიმართულებით დღეს ყვითელი ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ