თურქეთი ,,გაზპრომს,, შეთანხმების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივის…

რუსული და თურქული წყაროების ცნობით, თურქეთის ხელისუფლება რუსულ ,,გაზპრომს,, ფასის შემცირების გამო მიღწეული შეთანხმების უგულვებელყოფაში ადანაშაულებს და საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის…

,,თურქეთს შეაქვს სარჩელი  საერთაშორისო არბიტრაჟში რუსული გაზის ფასთან დაკავშირებით,, მოჰყავს ციტატა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ალი რიზა ალაბოიუნის  გამოსვლიდან, ერთ-ერთ თურქულ სააგენტოს…

რუსული ,,რია ნოვოსტის,, ცნობით კი – ამ ინფორმაციას ,,გაზპრომის,,  წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა ბიზნესურთიერთობებში და აღნიშნა, რომ გამორიცხული არაა ,,გაზპრომმა,, დავის დაწყებამდე მოაგვაროს თურქეთთან, გაზის  ფასთან დაკავშირებული უთანხმოებები.

შეგახსენებთ, რომ გასულ ივლისის თვეში, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება გაზის ფასის 10,25 % გაიაფების შესახებ… რისი შეუსრულებლობის გამოც, თურქეთი ამჟამად საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილს აპირებს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“ვინც დამნაშვეა და ყველა ბოლომდე უნდა დაისაჯოს+ვიდეო
შემდეგი სტატიანინო ჯღარკავა ირმა ინაშვილს უპირსპირდება?