თურქეთის ხელისუფლებამ Twitter და YouTube დაბლოკა

138335-top_foto1-ornvjთურქეთის ხელისუფლებამ Twitter და YouTube დაბლოკა. ბრძანება პროვაიდერების დაბლოკვის შესახებ პროკურატურის მიერ იქნა გაცემული.
ასეთი გადაწყვეტილება იმიტიმ მიიღეს, რომ ამ სერვერებზე განთავსდა თურქი პროკურორის ფოტოები, რომელიც გასულ კვირას ტყვედ აიყვანეს ბოევიკებმა.
სავარაუდოდ, ადგილობრივი პროვაიდერები სრულებით გადაფარავენ Twitter-ს და YouTube-ს უახლოეს დროში.
თავდაპირველად, მთავრობა „ფეისბუქის“ აკრძალვასაც აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა, რადგანაც სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა ოპერატიულად წაშალეს საეჭვო ფოტოები. სულ ქვეყანაში ამ მიზეზით 150-მდე საიტია დაბლოკილი.
ბევრმა თურქმა მომხმარებელმა უკვე არნიშნა სოციალურ ქსელებში, რომ მათ საიტებზე წვდომის პრობლემები აქვთ.
სტამბულის პროკურატურის თანამშრომელი მაჰმეტ სელიმან კირაზი 31 მარტს პირდაპირ სასამართლო დარაზში აიყვანეს მძევლად „რევოლუციურმა სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის“ წარმომადგენლებმა.
ძალოვანებმა გაანთავისუფლოებს პროკურორი, თუმცა, ის მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს ბაქოში ელოდებიან
შემდეგი სტატიაკენიამ სომალიში „ალ-შაბაბის“ პოზიციების დაბომბვა დაიწყო