თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა

თეთრი სახლი ნავთობს სტრატეგიული მარაგიდან გაყიდის

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, შირნაკის პროვინციის შემოგარენში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა, რომლითაც ერაყიდან თურქეთს ნავთობი მიეწოდება.
ადგილზე მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ. მათ უკვე შეძლეს ხანძრის ლოკალიზება და ნავთობის გაჟონვის საფრთხე ამ დროისთვის აღარ არსებობს.
რადიო “თავისუფლების” ინფორმაცით, ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ თანერ ილდიზის განცხადებით, ეს დივერსიული აქტი ქურთმა სეპარატისტებმა განახორციელეს. მისივე თქმით, სეპარატისტულ-ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.

banner
წინა სტატიაშითბილისი2015 – საქართველო 5 მედლით მე-13-ე ადგილზეა
შემდეგი სტატიაივანიშვილი ადასტურებს, რომ “პანორამა თბილისი” მისი ინიციატივით ხორციელდება